mercredi 23 octobre 2013
აშკარაა, საზოგადოების ასეთი აღტყინება და ენთუზიაზმი ადამიანის სპეციფიური ინსტინქტური ლტოლვიდან მოდის, რომელიც “ეგზისტენციის პრივატიზაცის” ჟინია და ეგზისტენციის გაღრმავებულ და ფუნდამენტურ მოხმარებას გულისხმობს. ეს, კომუნალურ სივრცეში ასე მისასალმებელი ლტოლვა, რადიკალურ წინააღმდეგობას წარმოადგენს ადამიანის სხვა, ყველაზე ფუნდამენტურ თვისებისათვის — რომელიც ადამიანის მიერ სიმბოლურისათვის (არამატერიალურისათვის) თავის განწირვის უნარია. ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც ადამიანს ძირეულად გამოარჩევს ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან და რომელმაც ადამიანი ადამიანად აქცია და დღესაც ადამიანის ადამიანად ქცევის მთავარი ბერკეტია.
gia edzgveradze 22/10/2013 liberali
http://liberali.ge/ge/liberali/articles/116678/
gia edzgveradze 22/10/2013 liberali
http://liberali.ge/ge/liberali/articles/116678/
samedi 19 octobre 2013
ხელოვნება ადამიანო !
ტარკოვსკიმ ტქვა საჭიროა რომ სამყარო იყოს არასრულყოფილი რათა ხელოვნებამ იასებოს. თუ სამყარო იქნება თვითკმარი მაააშინ ხელოვნებას არ ექნება ადგილი. მე არ ვიცი რამდენად არასრულყოფილია სამყარო. სამაგიეროდცოტათი მაინც ვიცი რამდენად არასრულყოფილი ვარ მე. და ამ ცოდნიდან გამომდინარე შემიძლია წარმოვიდგინო რამდენად არასრულყოფილი შეიძლება იყოს სამყარო. და ხელოვნება არ ვიცი როგორ განისაზღვრება დღეს. მაგრამ როგორც ამბობენ ხელონებამ ტავისი ძველი ფუნქციები დაკარგა და საგანმანათლებლო ფუნქცია იკისრაო ბრტყელ ბრტყელი ლაპარაკი მგონია. ხელოვნება ვერასოდეს დაკარგავს ან თავის ჭშმარიტ არსს. ხელოვნება ჩემთვის ძალაა ადამიანისა გამოხატოს საკუთარი თავი, საკუთარი ადამიანობა მტელი სიძლიერით. რასაც ვერ შეძლებს ჩვეული ლაპარაკით, ან მოძრაობით, ხელოვნება არის ცხოვრება, ხელოვნება არის ძალისხმევა. და ხელოვნება არ არის მარტო მწერლობა ან ხატვა ანნ მუსიკა, ხელოვნება არის ადამიანის წვა დროში, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი, რაც ვერ ტრანსფორმირდება დროსთან ერთად. იცვლებიან გამოხტვის მექანიზმები და ხელსაწყოები, მაგრამ ხელოვნების არსი უცვლელია. და ნუ ბოდიალობენ სისულელეებს თითქოს ოცდამეერთე საუკუნის ხელოვნება იყოს სხვა და ახალი. ხელოვნების ესენცია მარადიულია ისევე როგორც ადამიანი. ხელოვნება ადამიანის გამოხატულებაა უფრო მძლავრად ვიდრე ამას მივეჩვიეთ ყოველდღიურობაში. ხელოვნება თავისუფლებაა და მოეშვით დემაგოგიას.
vendredi 18 octobre 2013
jeudi 10 octobre 2013
oredroo
Why on earth are we, human beings said to be able to create?May it be, because we can reconstruct/transform
the information we absorb from the universe and thus we can change the existing
order, the order that is given from the very beginning, the order that’s
absolute and perfect.
vendredi 4 octobre 2013
რა განსხვავებაა საგანს და იმავე საგანის ანარეკლს შორის. რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს საგანს და მის ანარეკლს შორის. მაგალითად ეიფელის კოშკი რომელიც ციმციმებს და ეიფელის კოშკი რომელიც ავტობუსის ფანჯარაში ირეკლება და იქ ციმციმებს. ორივე ეიფელის კოშკია. ტროკადეროს რომ ჩავუვლით ხალხი გაშეშებულია მომართული აქვთ ტაბლეტები და სმარტფონები და მოციმციმე ეიფელს არიან მიციებული. თითქოს მოსემ ზღვა გააპოო ეგეთი სახეები აქვთ. არადა ჩემ ფანჯარაში მაგათი ეიფელი ირეკელება.იგივე ეიფეი. მაინც რა განსხავებაა. ჩემთვის რომელიც ავტობუსში ვზივარ და ვერ შევეხები ნამვილ ეიფელს, ნამდვილი ეიფელი იგივეა რაც მისი ანარეკლი ავტობუსის ფანჯარაში. თან არის იგივე თან ვიცი რომ არ არის. მაშინ რა განასხვავებს? ჩემი ცოდნა ამ საგნის ანუ ეიფელის კოშკის შესახებ მიშლის ხელს ამ ორი სურათის იდენტურობა დავიჯერო. ჩემი ცოდნა ამ საგნის ადგილმდებარეობის, მისი ერთადერთობის შესახებ. და რომ ავდგე და ვთქვა რომ ჩემი ცოდნა ნულია მე ცოდნა არავითარი გამაჩნია და მხოლოდ ის დავიჯერო რასაც ვხედავ? რა გან სხვავებაა ჩემს ხედვას და იმას შორის რასაც სხვა ადამმიანები ხედავენ. რომ აცდგე და ვუთხრა რომ ეშლებათ მაშინ მოვატყუებ?
dimanche 29 septembre 2013
ჩემი მორიგი კლასის მორიგი კლასელი გათხოვდა. სტატისტიკა უნდა შევადგინო რამდენი დაოჯახებული კლასელი მყავს. მე რომ გავთხოვდები გრძელ თეთრ ლიმუზინში ჩავჯდები და შამპანურს გავხსნი. მე რომ გავთხოვდები თეთრი უთვალავ-კღუჟაოიანი კაბა მეცმება. ყველაზა ლამაზი ვიქნები ვაფშე და ძაან ბევრს ვიცეკვებ. დავპატიჟებ ყველას. სამასკაციანი იქნება. ქმარი ბეჭედს რო გამიკეთებს თითზე მერე ფოტოგრაფი მოვა და ფოტოს გადაგვიღებს. მე რომ გავთხოვდები სიცივე იქნება და მე მოღეღილი კაბა მეცმევა. კანი ამებურძგლებ მაგრამ კანკალისგან თავს შევიკავებ და ბევრს გავიღიმებ. მე რომ გავთხოვდები იმ დღის ბოლოს ღიმილისგან ლოყები მეტკინება. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ძაან დავიღლები და ლიმუზინშივე ჩამეძინება. მერე ქმარი ხელში ამიყვანს და ჩვენს პატარა სახლში ჩვენს დიდ ლოგინზე დამაწვენს, მერე საბანს დამაფარებს და თავზე ხელს გადამისვამს. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ქარი იქნება და ბებიაჩემი აუცილებლად ცრემლს დაღვრის. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ჯვარს დავიწერ და ღმერთს ვიწამებ. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ბევრი ადამიანი გადამკოცნის და გილოცავო მეტყვის. იმ დღეს ბევრ საჩუქრებს მივიღებ და სახეზე უზარმაზარი მაკიაჟი მექნება. იმ დღეს დამალვა მომინდება მაგრამ ყვავილებით და ბანტებით მორთულ მაგიდასთან ვიჯდები და გაფაციცებული მოვუსმენ ათას სადღეგრძელოს. იმ დღეს ყველა დათვრება. ჩემი მეგობრები ჩემ სხვა მეგობრებს გაიცნობენ და ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვინმე გოგო ჩემ თაიგულს დაიჭერს და დარცხვენილი გადახედავს დანარჩენებს.იმ დღეს თეფშს დავამტვრევ, ტორტს გავჭრი და ჩემ ქმარს ვაჭმევ. მე რო გავთხოვდები იმ დღეს "სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს" და "ვისია ვისია ქალი ლამაზის" იმღერებენ. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს გავთხოვდები ოღონდ არ გავჩუქდები. მე რომ გავთხოვდები ის დღეც ოცდაოთხი საათი გაგრძელდება. მე რომ გავთხოვდები ხსნილი იქნება და გზაში პიპინს ავტეხთ. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს რამდენჯერმე შევალ ტუალეტშ და ჩემი ფუშფუშა კაბის ქვეშ ძლივს ვიპოვი ტრუსიკს აი როგორც იმ ფილმშია, ლარს ფონ ტრიერის. მე რომ გავთხოვდები დიდი გოგო ვიქნები და ერთმანეთი გვეყვარება. მე რომ გავთხოვდები ხიდან ხეზე გადაფრინდება ჩიტი და მტკვარი ისევ სუნიანი იქნება. მე რომ გავთხოვდები იმ დღის ბოლოს მეორე დღე დაიწყება.იტრიალებს დედამიწა, საპნის დედამიწა იტრიალებს საპნის მზის გარშემო.
mardi 24 septembre 2013
dafak
where is my fucking place in this world. am i dead or what?!
id interprete-withou deviations from the norm, mouvement is not possible
id interprete-withou deviations from the norm, mouvement is not possible
lundi 23 septembre 2013
ჯერ მორჩა მერე დაიწყო ანუ ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს
ახალი ბლოგი დავაარსე, ბლოგი რომელსაც არავინ წაიკითხავს, რომელიც იქნება ჩემი ინტიმური დღიური, სადაც ვიქნები თავსიუფალი, არ მეჭირება გარკვეული ფორმა და წონა, სადაც დავწერ ყოველგვარ ხარახურას რაც კი თავში მომივა. სადაც ვიკივლებ, ვიხტუნებ, ყირამალა გადავალ, ვირბენ, ვიფრენ, ვიჩხუბებ, ვიტირებ, სიცილით გავიხევი, სადაც ტექსტი გახდება ჩემი გზამკვლევი, სადაც ტექსტი გახდება იარაღი ჩემი თავის წინააღმდეგ ან ჩემი თავისთვის. ეს იქნება ჩაკეტილი გახსნილი სივცე. აქ ნურავინ შემოვა, და თუ შემოვა ნუ დარჩება. ჩემი სივრცეა, ჩემი სამალავი. თუმცა როგორვ ყოველთვის ყველა დღიურის თუ ბლოგის წერისას მაინც ფიქრობ იმაზე რომ არის უპატარავესი ალბათობა იმის რომ ვინმე გადააწყდება, აქაც, ინტერნეტის გიჟურ უსაზღვრობაში ისევ რჩება ადგილი შემთხვევითობებისთვის. (ალისა საოცრებათა ქვეყანაში)
და რახან ცხოვრების ნახევარს კომპიუტერთან ვკლავ, წერაც მიმარტივდება აქ და დაე ვწერო როცა მომინდება, როგორც მომინდება. და აღვზარდო ჩემი თავი სიტყვებში რომლებიც ერთად ლაგდებიან და ცდილობენ ჩემი თავი გადმოგცენ. მაგრამ გადმოგცენ ვის? არ ვიცი ვის. ვინმეს... არა კონკრეტულად არავის. უბრალოდ სამყაროს. და გადაცემაში არის სიყვარული. გადაცემაშ არის ცხოვრება. ჩემი ზაფხულის ფიქრების ლეიტმოტივი გდაცემაა სხვისთვის და მიღებაა სხვისგან. ალბათ ეს თემა კიდევ შემახსენებს ხოლმე თავს. მოკლედ ვსვამ წერტილს ადგილსა ამასა ზედა რაიც გზას მიხსნის შემდეგი პოსტისთვის. ესეიგი ყოველი დასმული წერტილი განთავისუფლებული სივრცეა ახალი სიცოცხლისთვის, ახალი მოძრაობისთვის.დაბადებისთვის.
მორჩა.
და რახან ცხოვრების ნახევარს კომპიუტერთან ვკლავ, წერაც მიმარტივდება აქ და დაე ვწერო როცა მომინდება, როგორც მომინდება. და აღვზარდო ჩემი თავი სიტყვებში რომლებიც ერთად ლაგდებიან და ცდილობენ ჩემი თავი გადმოგცენ. მაგრამ გადმოგცენ ვის? არ ვიცი ვის. ვინმეს... არა კონკრეტულად არავის. უბრალოდ სამყაროს. და გადაცემაში არის სიყვარული. გადაცემაშ არის ცხოვრება. ჩემი ზაფხულის ფიქრების ლეიტმოტივი გდაცემაა სხვისთვის და მიღებაა სხვისგან. ალბათ ეს თემა კიდევ შემახსენებს ხოლმე თავს. მოკლედ ვსვამ წერტილს ადგილსა ამასა ზედა რაიც გზას მიხსნის შემდეგი პოსტისთვის. ესეიგი ყოველი დასმული წერტილი განთავისუფლებული სივრცეა ახალი სიცოცხლისთვის, ახალი მოძრაობისთვის.დაბადებისთვის.
მორჩა.
Inscription à :
Commentaires (Atom)
