samedi 19 octobre 2013
ხელოვნება ადამიანო !
ტარკოვსკიმ ტქვა საჭიროა რომ სამყარო იყოს არასრულყოფილი რათა ხელოვნებამ იასებოს. თუ სამყარო იქნება თვითკმარი მაააშინ ხელოვნებას არ ექნება ადგილი. მე არ ვიცი რამდენად არასრულყოფილია სამყარო. სამაგიეროდცოტათი მაინც ვიცი რამდენად არასრულყოფილი ვარ მე. და ამ ცოდნიდან გამომდინარე შემიძლია წარმოვიდგინო რამდენად არასრულყოფილი შეიძლება იყოს სამყარო. და ხელოვნება არ ვიცი როგორ განისაზღვრება დღეს. მაგრამ როგორც ამბობენ ხელონებამ ტავისი ძველი ფუნქციები დაკარგა და საგანმანათლებლო ფუნქცია იკისრაო ბრტყელ ბრტყელი ლაპარაკი მგონია. ხელოვნება ვერასოდეს დაკარგავს ან თავის ჭშმარიტ არსს. ხელოვნება ჩემთვის ძალაა ადამიანისა გამოხატოს საკუთარი თავი, საკუთარი ადამიანობა მტელი სიძლიერით. რასაც ვერ შეძლებს ჩვეული ლაპარაკით, ან მოძრაობით, ხელოვნება არის ცხოვრება, ხელოვნება არის ძალისხმევა. და ხელოვნება არ არის მარტო მწერლობა ან ხატვა ანნ მუსიკა, ხელოვნება არის ადამიანის წვა დროში, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი, რაც ვერ ტრანსფორმირდება დროსთან ერთად. იცვლებიან გამოხტვის მექანიზმები და ხელსაწყოები, მაგრამ ხელოვნების არსი უცვლელია. და ნუ ბოდიალობენ სისულელეებს თითქოს ოცდამეერთე საუკუნის ხელოვნება იყოს სხვა და ახალი. ხელოვნების ესენცია მარადიულია ისევე როგორც ადამიანი. ხელოვნება ადამიანის გამოხატულებაა უფრო მძლავრად ვიდრე ამას მივეჩვიეთ ყოველდღიურობაში. ხელოვნება თავისუფლებაა და მოეშვით დემაგოგიას.
Inscription à :
Publier les commentaires (Atom)
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire