vendredi 4 octobre 2013

რა განსხვავებაა საგანს და იმავე საგანის ანარეკლს შორის. რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს საგანს და მის ანარეკლს შორის. მაგალითად ეიფელის კოშკი რომელიც ციმციმებს და ეიფელის კოშკი რომელიც ავტობუსის ფანჯარაში ირეკლება და იქ ციმციმებს. ორივე ეიფელის კოშკია. ტროკადეროს რომ ჩავუვლით ხალხი გაშეშებულია მომართული აქვთ ტაბლეტები და სმარტფონები და მოციმციმე ეიფელს არიან მიციებული. თითქოს მოსემ ზღვა გააპოო ეგეთი სახეები აქვთ. არადა ჩემ ფანჯარაში მაგათი ეიფელი ირეკელება.იგივე ეიფეი. მაინც რა განსხავებაა. ჩემთვის რომელიც ავტობუსში ვზივარ და ვერ შევეხები ნამვილ ეიფელს, ნამდვილი ეიფელი იგივეა რაც მისი ანარეკლი ავტობუსის ფანჯარაში.  თან არის იგივე თან ვიცი რომ არ არის. მაშინ რა განასხვავებს? ჩემი ცოდნა ამ საგნის ანუ ეიფელის კოშკის შესახებ მიშლის ხელს ამ ორი სურათის იდენტურობა დავიჯერო. ჩემი ცოდნა ამ საგნის ადგილმდებარეობის, მისი ერთადერთობის შესახებ. და რომ ავდგე და ვთქვა რომ ჩემი ცოდნა ნულია მე ცოდნა არავითარი გამაჩნია და მხოლოდ ის დავიჯერო რასაც ვხედავ? რა გან სხვავებაა ჩემს ხედვას და იმას შორის რასაც სხვა ადამმიანები ხედავენ. რომ აცდგე და ვუთხრა რომ ეშლებათ მაშინ მოვატყუებ?

Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire