აშკარაა, საზოგადოების ასეთი აღტყინება და ენთუზიაზმი ადამიანის სპეციფიური ინსტინქტური ლტოლვიდან მოდის, რომელიც “ეგზისტენციის პრივატიზაცის” ჟინია და ეგზისტენციის გაღრმავებულ და ფუნდამენტურ მოხმარებას გულისხმობს. ეს, კომუნალურ სივრცეში ასე მისასალმებელი ლტოლვა, რადიკალურ წინააღმდეგობას წარმოადგენს ადამიანის სხვა, ყველაზე ფუნდამენტურ თვისებისათვის — რომელიც ადამიანის მიერ სიმბოლურისათვის (არამატერიალურისათვის) თავის განწირვის უნარია. ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც ადამიანს ძირეულად გამოარჩევს ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან და რომელმაც ადამიანი ადამიანად აქცია და დღესაც ადამიანის ადამიანად ქცევის მთავარი ბერკეტია.
gia edzgveradze 22/10/2013 liberali
http://liberali.ge/ge/liberali/articles/116678/
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire