ახალი ბლოგი დავაარსე, ბლოგი რომელსაც არავინ წაიკითხავს, რომელიც იქნება ჩემი ინტიმური დღიური, სადაც ვიქნები თავსიუფალი, არ მეჭირება გარკვეული ფორმა და წონა, სადაც დავწერ ყოველგვარ ხარახურას რაც კი თავში მომივა. სადაც ვიკივლებ, ვიხტუნებ, ყირამალა გადავალ, ვირბენ, ვიფრენ, ვიჩხუბებ, ვიტირებ, სიცილით გავიხევი, სადაც ტექსტი გახდება ჩემი გზამკვლევი, სადაც ტექსტი გახდება იარაღი ჩემი თავის წინააღმდეგ ან ჩემი თავისთვის. ეს იქნება ჩაკეტილი გახსნილი სივცე. აქ ნურავინ შემოვა, და თუ შემოვა ნუ დარჩება. ჩემი სივრცეა, ჩემი სამალავი. თუმცა როგორვ ყოველთვის ყველა დღიურის თუ ბლოგის წერისას მაინც ფიქრობ იმაზე რომ არის უპატარავესი ალბათობა იმის რომ ვინმე გადააწყდება, აქაც, ინტერნეტის გიჟურ უსაზღვრობაში ისევ რჩება ადგილი შემთხვევითობებისთვის. (ალისა საოცრებათა ქვეყანაში)
და რახან ცხოვრების ნახევარს კომპიუტერთან ვკლავ, წერაც მიმარტივდება აქ და დაე ვწერო როცა მომინდება, როგორც მომინდება. და აღვზარდო ჩემი თავი სიტყვებში რომლებიც ერთად ლაგდებიან და ცდილობენ ჩემი თავი გადმოგცენ. მაგრამ გადმოგცენ ვის? არ ვიცი ვის. ვინმეს... არა კონკრეტულად არავის. უბრალოდ სამყაროს. და გადაცემაში არის სიყვარული. გადაცემაშ არის ცხოვრება. ჩემი ზაფხულის ფიქრების ლეიტმოტივი გდაცემაა სხვისთვის და მიღებაა სხვისგან. ალბათ ეს თემა კიდევ შემახსენებს ხოლმე თავს. მოკლედ ვსვამ წერტილს ადგილსა ამასა ზედა რაიც გზას მიხსნის შემდეგი პოსტისთვის. ესეიგი ყოველი დასმული წერტილი განთავისუფლებული სივრცეა ახალი სიცოცხლისთვის, ახალი მოძრაობისთვის.დაბადებისთვის.
მორჩა.
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire