dimanche 29 septembre 2013
ჩემი მორიგი კლასის მორიგი კლასელი გათხოვდა. სტატისტიკა უნდა შევადგინო რამდენი დაოჯახებული კლასელი მყავს. მე რომ გავთხოვდები გრძელ თეთრ ლიმუზინში ჩავჯდები და შამპანურს გავხსნი. მე რომ გავთხოვდები თეთრი უთვალავ-კღუჟაოიანი კაბა მეცმება. ყველაზა ლამაზი ვიქნები ვაფშე და ძაან ბევრს ვიცეკვებ. დავპატიჟებ ყველას. სამასკაციანი იქნება. ქმარი ბეჭედს რო გამიკეთებს თითზე მერე ფოტოგრაფი მოვა და ფოტოს გადაგვიღებს. მე რომ გავთხოვდები სიცივე იქნება და მე მოღეღილი კაბა მეცმევა. კანი ამებურძგლებ მაგრამ კანკალისგან თავს შევიკავებ და ბევრს გავიღიმებ. მე რომ გავთხოვდები იმ დღის ბოლოს ღიმილისგან ლოყები მეტკინება. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ძაან დავიღლები და ლიმუზინშივე ჩამეძინება. მერე ქმარი ხელში ამიყვანს და ჩვენს პატარა სახლში ჩვენს დიდ ლოგინზე დამაწვენს, მერე საბანს დამაფარებს და თავზე ხელს გადამისვამს. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ქარი იქნება და ბებიაჩემი აუცილებლად ცრემლს დაღვრის. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ჯვარს დავიწერ და ღმერთს ვიწამებ. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს ბევრი ადამიანი გადამკოცნის და გილოცავო მეტყვის. იმ დღეს ბევრ საჩუქრებს მივიღებ და სახეზე უზარმაზარი მაკიაჟი მექნება. იმ დღეს დამალვა მომინდება მაგრამ ყვავილებით და ბანტებით მორთულ მაგიდასთან ვიჯდები და გაფაციცებული მოვუსმენ ათას სადღეგრძელოს. იმ დღეს ყველა დათვრება. ჩემი მეგობრები ჩემ სხვა მეგობრებს გაიცნობენ და ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვინმე გოგო ჩემ თაიგულს დაიჭერს და დარცხვენილი გადახედავს დანარჩენებს.იმ დღეს თეფშს დავამტვრევ, ტორტს გავჭრი და ჩემ ქმარს ვაჭმევ. მე რო გავთხოვდები იმ დღეს "სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს" და "ვისია ვისია ქალი ლამაზის" იმღერებენ. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს გავთხოვდები ოღონდ არ გავჩუქდები. მე რომ გავთხოვდები ის დღეც ოცდაოთხი საათი გაგრძელდება. მე რომ გავთხოვდები ხსნილი იქნება და გზაში პიპინს ავტეხთ. მე რომ გავთხოვდები იმ დღეს რამდენჯერმე შევალ ტუალეტშ და ჩემი ფუშფუშა კაბის ქვეშ ძლივს ვიპოვი ტრუსიკს აი როგორც იმ ფილმშია, ლარს ფონ ტრიერის. მე რომ გავთხოვდები დიდი გოგო ვიქნები და ერთმანეთი გვეყვარება. მე რომ გავთხოვდები ხიდან ხეზე გადაფრინდება ჩიტი და მტკვარი ისევ სუნიანი იქნება. მე რომ გავთხოვდები იმ დღის ბოლოს მეორე დღე დაიწყება.იტრიალებს დედამიწა, საპნის დედამიწა იტრიალებს საპნის მზის გარშემო.
mardi 24 septembre 2013
dafak
where is my fucking place in this world. am i dead or what?!
id interprete-withou deviations from the norm, mouvement is not possible
id interprete-withou deviations from the norm, mouvement is not possible
lundi 23 septembre 2013
ჯერ მორჩა მერე დაიწყო ანუ ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს
ახალი ბლოგი დავაარსე, ბლოგი რომელსაც არავინ წაიკითხავს, რომელიც იქნება ჩემი ინტიმური დღიური, სადაც ვიქნები თავსიუფალი, არ მეჭირება გარკვეული ფორმა და წონა, სადაც დავწერ ყოველგვარ ხარახურას რაც კი თავში მომივა. სადაც ვიკივლებ, ვიხტუნებ, ყირამალა გადავალ, ვირბენ, ვიფრენ, ვიჩხუბებ, ვიტირებ, სიცილით გავიხევი, სადაც ტექსტი გახდება ჩემი გზამკვლევი, სადაც ტექსტი გახდება იარაღი ჩემი თავის წინააღმდეგ ან ჩემი თავისთვის. ეს იქნება ჩაკეტილი გახსნილი სივცე. აქ ნურავინ შემოვა, და თუ შემოვა ნუ დარჩება. ჩემი სივრცეა, ჩემი სამალავი. თუმცა როგორვ ყოველთვის ყველა დღიურის თუ ბლოგის წერისას მაინც ფიქრობ იმაზე რომ არის უპატარავესი ალბათობა იმის რომ ვინმე გადააწყდება, აქაც, ინტერნეტის გიჟურ უსაზღვრობაში ისევ რჩება ადგილი შემთხვევითობებისთვის. (ალისა საოცრებათა ქვეყანაში)
და რახან ცხოვრების ნახევარს კომპიუტერთან ვკლავ, წერაც მიმარტივდება აქ და დაე ვწერო როცა მომინდება, როგორც მომინდება. და აღვზარდო ჩემი თავი სიტყვებში რომლებიც ერთად ლაგდებიან და ცდილობენ ჩემი თავი გადმოგცენ. მაგრამ გადმოგცენ ვის? არ ვიცი ვის. ვინმეს... არა კონკრეტულად არავის. უბრალოდ სამყაროს. და გადაცემაში არის სიყვარული. გადაცემაშ არის ცხოვრება. ჩემი ზაფხულის ფიქრების ლეიტმოტივი გდაცემაა სხვისთვის და მიღებაა სხვისგან. ალბათ ეს თემა კიდევ შემახსენებს ხოლმე თავს. მოკლედ ვსვამ წერტილს ადგილსა ამასა ზედა რაიც გზას მიხსნის შემდეგი პოსტისთვის. ესეიგი ყოველი დასმული წერტილი განთავისუფლებული სივრცეა ახალი სიცოცხლისთვის, ახალი მოძრაობისთვის.დაბადებისთვის.
მორჩა.

Inscription à :
Commentaires (Atom)